ამ მოდულის ძირითადი აქტივობები იყო:
- სტანდარტების შემუშავება ჩვენი პროექტისთვის
- სასწავლო ამოცანების ჩამოყალიბება.
- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება.
- შეფასების ეფექტური სტრატეგიების მოკვლევა.
- დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზის შექმნა.
- შეფასების ფორმის შედგენა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისთვის
- პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა
გავიგეთ
რომ შეფასების ფორმები პროექტებზე
დაფუძნებული თემებისთვის უნდა:
- ინტეგრირდეს სასწავლო ციკლში
- აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს
- რთავდეს შეფასების პროცესში მოსწავლეებს.
- იყენებდეს შეფასების უამრავ სტრატეგიას:
- მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
- თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წასახალისებლად
- პროგრესის მონიტორინგისთვის
- გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური აზროვნების წასახალისებლად
- ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევის დემონსტრირებისთვის.
მე-2
მოდულში გავეცანით როგორ უნდა დავგეგმოთ სასწავლო პროექტები;
როგორ მოვახდინოთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება; რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს,
გამოიყენონ მაღალი დონის
სააზროვნო უნარები, სრულყოფილად
გაიგონ ძირითადი
ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება
ფაქტობრივ ინფორმაციას.
ვიმსჯელეთ ზოგად კითხვებზე, რაც ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის
კითხვებია, რომლებიც დიდ იდეებს და ცნებებს ეხება.
ზოგადი კითხვები
კვეთს სხვადასხვა
დისციპლინას და ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ
კავშირი სხვადასხვა საგანს
შორის. თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.
შეფასების
სატრატეგიების დახმარებით შესაძლებლობა მოგვეცემა
შევაფასოთ როგორც ჩვენი ასევე ბავშვების მუშაობა.
No comments:
Post a Comment